Friday, November 15, 2013

Goldilock and the three bears



პროექტის სახელწოდება :  Goldilock and the three bears

პროექტის მთავარი იდეა (თემა) : მოსწავლები სწავლობენ ზღაპარს „Goldilock and the three bears“- რომლის დახმარებითაც იღრმავებენ ცოდნას წარსული დროის ფორმირებაში (The past simple tense )

პროექტის აქტუალობა :  აქტუალურია და საინტერესო განკუთვნილი ასაკისათვის -ზრდის მოსწავლეებში მოტივაციას - ახალი მასალის და არსებული ცოდნის სიღრმისეული წვდომისათვის.

პროექტის მიზნები : მოსწავლეები გაეცნობიან არაწესიერ და წესიერ ზმნებს წარსულ დროში, შეძლებენ წინადადებების შედგენას წარსული დროში მიცემული კონკრეტული ზმნებით,ასევე გააქტიურდება მათი მოტორული უნარები- ქმედებებს გამოხატავენ როლური თამაშით-მოახდენენ სინთეზს არსებული ცოდნის და მიღებული ცოდნის- რაც განუვითარებთ მათ  ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას , ასევე თანამშრომლობით უნარებს, ასევე მოხდება მათი ინტელექტის პრეზენტირება, როგორც ვიზუალური, კინესთეთიკური, ლინგვისტური,მუსიკალური, ნატურალისტური და ინტრა-ინტერპერსონალური.....

მონაწილეთა ასაკი:  მეექვსე კლასი

ვადები /ხანგრძლივობა :    1 კვირა   ( ოთხი გაკვეთილი  180 წუთი საკონტაქტო მაწავლებელთან- ხოლო დამოუკიდებელი მუშაობისთვის 1 კვირა მოსწავლეებისათვის ჯგუფის წევრებთან საკონტაქტოდ შესაფერისი დროის შერჩევა მასწავლებლისაგან დამოუკიდებლად)

მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას :   მოსწავლეები შეისწავლიან ზმნებს წარსულ დროში, გააკეთებენ კონკრეტული ზღაპრის ვიზუალურ მასალას, მოაწყობენ პრეზენტაციას- წარმოდგენას შესწავლილი ზღაპრისა და მათ მიერ შექმნილი ჩანახატებითა და ნიღბებით.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები :  სამუშაო წიგნი, ქაღალდები ფერადი ფანქრები, მაკრატელი და მიწოდებული ტექსტი მასწავლებლის მიერ.
პროექტის მსვლელობა ,ძირითადი  აქტივობები :
პირველი დღე : მოსწავლეები  იღრმავებენ ცოდნას წარსული დროის ზმნებისა და ფორმირებით  აქვთ ნასწავლი წარსული დრო თუმცა აისახება სირთულეები ზმნების ფორმირებაში- იმისათვის რომ გაიზარდოს მოტივაცია ზმნების დამახსოვრება/ დასწავლაში მათ ეძლევათ ზმნები რომელიც წერია ახლანდელ დროში- ეცნობიან წარსული დროის ზმნებს და ცდილობენ მოცემული ფოტოების გამოყენებით  შეადგინონ მარტივი წინადადებები
 მასწავლებლის დახმარებით  წერენ  მოთხრობას, და შემდეგ აკეთებენ ფურცლებზე ჩანახატს :
            ასევე ქმნიან  მასალას - ნიღბებს ემზადებიან შედეგი ეტაპისათვის რათა მოახდინონ მცირე ზომის შექმნილი ტექსტის პრეზენტაცია შემდეგი გაკვეთილისათვის. (დრო - 20 წთ)










15.11.13


საშინაო დავალება : მოსწავლეები სწავლობენ ჩაწერილ ზმნებსა და ტექსტს, ამზადებენ ვიზუალურ მასალას, ასევე ვირტუალურ ქსელში პოულობენ და უყურებენ აღნიშნული სათაურით ზღაპარს





დღე მეორე :  მოსწავლეები წარმოადგენენ შექმნილ მასალას და ჩანახატებს , ყვებიან მცირე ზომის ტექსტებს- და ამატებენ ნანახი ვიდეოდან დამახსოვრებულ აქტივობებს. (რომელიც დავალებად ქონდათ)  (20 წთ)
მოსწავლეებს ურიგდებათ  ზღაპრის გმირების ადაპტირებული ტექსტები ,მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად და მარკერით ხაზავენ ტექსტში მოცემულ არაწესიერ  და წესიერ ზმნებს  წარსულ დროში, შემდეგ დაფაზე ახდენენ შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციას - აღნიშნული აქტივობით იხსენებენ ზმნებს რომელიც შეისწავლეს და ეცნობიან ახალ ზმნებსაც. ( 10 წთ)
საშნაო დავალება :  მოსწავლეები ირჩევენ როლებს  ჯგუფებში და სწავლობენ შესაბამის სიტყვას  აწესრიგებენ მასალებს რომელიც შექმნეს ინდივიდუალურად პირველ დღეს, არჩევენ ყველა მოსწავლის ერთ ნამუშევარს პრეზენტაციისათვის მასალას ათავსებენ პორტფოლიოში რომელსაც სისტამატიურად აწარმოებს თითოეული ინდივიდი. ემზადებიან ჩვენებისათვის.

 ავირჩიეთ მოქმედი პირები


 
ვხაზავთ  ზმნებს წარსულ დროში


ვხაზავთ  ზმნებს წარსულ დროში













               ვხაზავთ  ზმნებს წარსულ დროში 










       verbs, verbs, verbs, verbs,verbs, verbs











                


                           verbs, verbs, verbs, verbs,verbs, verbs


18.11.13.





მესამე დღე : მოსწავლეებმა ორგანიზება გაუკეთეს ვიზუალურ მასალას, დადგეს მაგიდა,"ჯამები" " გატეხილი სკამი" თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა სპექტაკლი ,ამსგავსებენ  საკუთარ ხმას მოქმედი პირის ხმას , მეტი ემოციისათვის  -რეპედიცია /რეპედიცია (45 წთ)   (შეგიძლიათ იხილოთ "რეპედიციაზე" დაჭერით) 




         


მეოთხე დღე: მოსწავლეთა ჯგუფები-ახდენენ პრეზენტაციას დადგმული მინი-წარმოდგენის. (45წთ)

თითოეულ აქტივობაზე მითითებული მქონდა დრო, რაც ინდივიდუალურია სხვადასხვა კლასსა თუ საფეხურზე, დარჩენილ დროს ვიყნებდით წინადადებების ფორმირებაში -წინადადების წევრების წყობაში......

 მოსწავლეებში გაიზარდა მოტივაცია,ყველა მოსწავლე ჩართული იყო პროექტის განხორციელებაში, ვიზუალური რესურსების შექმნაში აღნიშნული აქტივობებით მოხდა მოსწავლეთა  ინდივიდუალური ინტელექტის განვითარება, ასევე განუვითარდათ ინტრა-ინტერ პერსონალური უნარები.   
 მოსწავლეები იღებდნენ განმავითარებელ შეფასებას -რაც ზრდიდა მათში მოტივაციას და იყვნენ მეტად თავისუფლები პრეზენტაციების დროს, აღნიშნული პროექტი არა მხოლოდ კონკრეტული თემის შესწავლას ემსახურებოდა , ასევე  მოხდა სხვადახვა უნარების დახვეწა , მეტყველების, გამოთქმის, ამ ასაკში ბევრ მოსწავლეს შიში აქვს არასწორედ წარმოთქმის რაიმე სიტყვისა თუ ფრაზის  ეტაპობრივად გადაილახა ეს პრობლემა- "ყველანი შეცდომებზე ვსწავლობთ "


საგანი : ინგლისური ენა
 ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი :  

მიმართლება მოსმენა :
უცხ.დ.VI.1. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მცირე ზომის დიალოგის გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს სასაუბრო თემას, კონტექსტს;
·           ამოკრეს დიალოგიდან კონკრეტულ დეტალებს (ვინ, სად, რამდენი, როდის, როგორი და სხვა);
·           განარჩევს თანამოსაუბრეთა მიერ ინტონაციით გამოხატული ნათქვამის მოდალობას (მაგ., თხოვნა, მოთხოვნა, შეკითხვა, ბრძანება);
·           რეპლიკებზე დაყრდნობით გამოაქვს კონკრეტული დასკვნები თანამოსაუბრეთა შესახებ (მაგ., მათი სურვილები, გეგმები, ინტერესები, საქმიანობის, დამოკიდებულებები შესახებ);
·           განარჩევს თავაზიან და ფამილარულ ფორმულებს.


უცხ.დ.VI.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი თხრობითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის გაგება (მაგ., ადაპტირებული ზღაპარი, მოთხრობა, მითი).
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს პერსონაჟებს შორის არსებულ ურთიერთობებს;
·           ამოიცნობს ფაქტებისა და მოვლენების თანმიმდევრობას;
·           გამოკვეთს სიუჟეტურ ხაზს (როგორ დაიწყო, რა მოხდა, როგორ დამთავრდა);
·           განსაზღვრავს მოქმედებათა დროსა და ადგილს;
·           ამოიცნობს პერსონაჟის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს;
·           პერსონაჟთა საქციელიდან გამომდინარე, გამოაქვს დასკვნა მათი ხასიათის, თვისებების შესახებ;
·           ადგენს მარტივ გეგმას, ამოიწერს საკვანძო სიტყვებს, ენობრივ კონსტრუქციებს და მათზე დაყრდნობით მარტივი ენობრივი საშუალებებით გადმოსცემს ტექსტის ძირითად შინაარსს.

უცხ.დ.VI.4. მოსწავლეს შეუძლია საბავშვო გადაცემათა ჩანაწერების ძირითადი შინაარსის გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს, ფორმულებს, ენობრივ კონსტრუქციებს და მათზე დაყრდნობით გამოაქვს დასკვნა ანიმაციური ფილმის შინაარსის შესახებ;
·           უყურებს საბავშვო გასართობ-შემეცნებით გადაცემებს, „იჭერს“ ნაცნობ სიტყვებს, გამოთქმებს, ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., მონაწილე კონკურსანტის ინტერვიუ – ვინ არის, სად სწავლობს, რა გატაცებები აქვს და სხვა).

მოსმენის სტრატეგიები
უცხ.დ.VI.5. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების
 გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სათაურის, ილუსტრაციების საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს შინაარსის შესახებ;
·           უშუალო მეტყველების/ჩანაწერის მოსმენისას ეყრდნობა არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრს, ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, სხვადასხვა ტიპის ხმაურს);
·           ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების, წინადადებების მნიშვნელოის დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (მაგ., კონტექსტი, ინტონაცია, ილუსტრაცია და სხვა);
·           მშობლიურ ენაზე აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა მოსასმენი ამოცანის გადაჭრა;
·           უყურებს საბავშვო ტელეგადაცემებს უცხოურ ენაზე.

მიმართულება კითხვა :
უცხ.დ.VI.7. მოსწავლეს შეუძლია შემეცნებითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტების წაკითხვა და გაგება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ეძებს და პოულობს, რომელ რუბრიკას, ქვესათაურს უკავშირდება ილუსტრაცია, წარწერა;
·           ამოიცნობს, რომელ რუბრიკაში, ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს ესა თუ ის ინფორმაცია; ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას;
·           ამოიცნობს ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთს შორის არსებულ ლოგიკურ კავშირს;
ექსპლიციტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოაქვს დასკვნა.
უცხ.დ.VI.8. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის ელემენტარული უნარ-ჩვევა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           თავისუფლად კითხულობს მცირე ზომის ნაცნობ ტექსტს;
·           მოსწავლე ხმამაღლა, გამართულად უკითხავს თანაკლასელებს სასურველ/შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან;
·           ცდილობს, დაიცვას შესაბამისი ინტონაცია სხვადასხვა მოდალობის წინადადების წარმოთქმის დროს;
·           მონაწილეობს დიალოგის, სკეტჩის გუნდურ კითხვაში.
·         უცხ.დ.VI.9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა.
·         შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს (მაგ., მოკითხვის, მილოცვის, დაპატიჟების და სხვა);
·        ამოიცნობს სინტაქსურ მიმართებებს მარტივი წინადადებების წევრებს შორის;
·        ამოიცნობს ზმნის ახლანდელი, წარსული და მომავალი დროის გამომხატველ ფორმებს, ზმნიზედებს;
·        ამოიცნობს ადგილმდებარეობისა და დროის გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს (ზმნიზედას, სიტყვათშეთანხმებას, წინდებულს).

კითხვის სტრატეგიები:
უცხ.დ.VI.12. მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით მცირე ზომის თხზულების შექმნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           შეარჩევს თემას;
·           აგროვებს, თავს უყრის ინფორმაციას;
·           განსაზღვრავს რუბრიკებს (მაგ., ფიზიკური მონაცემები, საკვები, საცხოვრებელი ადგილი და სხვა);
·           ქმნის მცირე მოცულობის ტექსტებს თითოეული რუბრიკისათვის;
·           ქმნის ან მოიძიებს ილუსტრაციებს (ნახატს, ფოტოს, ცხრილს);
·           წერს ტექსტის სრულ ვარიანტს, ყურადღებას აქცევს დიზაინს, ტექსტის კომპოზიციურ აგებულებას, სიტყვიერი და არასიტყვიერი ნაწილების განლაგებას.
მიმართულება ლაპარაკი :
უცხ.დ.VI.16. მოსწავლეს შეუძლია გაბმულად მეტყველება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           აღწერს გარემოს (ოთახს, ქუჩა, სურათს);
·           სურათებზე დაყრდნობით აგებს და ჰყვება მარტივ ამბავს;
·           გეგმის მიხედვით ჰყვება მოსმენილი/წაკითხული ტექსტის მოკლე შინაარსს;
·           საუბრობს მისთვის ნაცნობ თემებზე (მაგ., გეგმები, მეგობრები, გატაცებები, საყვარელი საქმიანობა და სხვა).
მიმართულება - კულტურათა დიალოგი :
უცხ.დ.VI.20. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის განხორციელება


შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორციელების კრიტერიუმებს;
·            გუნდის წევრებთან და მასწავლებელთან ერთად გეგმავს პროექტის განხორციელების ეტაპებს;
·            გუნდის წევრებთან ერთად მასწავლებლის დახმარებით განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
·            გუნდში ასრულებს საკუთარ ფუნქციას;
·            მასწავლებლის, მშობლის ან სხვა პირის დახმარებით მოიძიებს სათანადო რესურსებს;
·            გუნდის წევრებთან ერთად მასწავლებლის დახმარებით შეარჩევს და ამუშავებს მოძიებულ მასალას;
·            მასწავლებლის დახმარებით აუმჯობესებს და ასრულებს პროექტს.

მიმართულება სწავლის სწავლა :
უცხ.დ.VI.21. მოსწავლეს შეუძლია რესურსების სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:                      
·           ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს
·           მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში
·           მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით;
·           იყენებს ისტ –ს ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/დასამუშავებლად.

უცხ.დ.VI.22. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხერხის გამოყენება ლექსიკური მასალის ასათვისებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           იყენებს დამახსოვრების სხვადასხვა ხერხს (მაგ., რამდენჯერმე წაკითხვა ან დაწერა, ასოცირება რაიმესთან, კონტექსტში გამოყენება, ერთი თემატიკის მიხედვით დაჯგუფება და სხვა);
·           სისტემატურად იმეორებს განვლილ ლექსიკურ მასალას;
·           ამოკრებს ცუდად ათვისებულ ლექსიკურ ერთეულებს და ამუშავებს მათ.

უცხ.დ.VI.23. მოსწავლეს შეუძლია გრამატიკულ მოვლენებში გასარკვევად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           კონკრეტულ მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნობს ენობრივ მექანიზმებს;
·           იყენებს ამოცნობილ მექანიზმებს;
ადარებს ერთმანეთს უცხოური და მშობლიური ენების გრამატიკულ მოვლენებს;
·           იყენებს სქემებს, ტაბულებს, კლასიფიკაციებს, სტრუქტურულ მოდელებს.

უცხ.დ.VI.24. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან და ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სხვებს აცდის პასუხს;
·           კამათისას ყურს უგდებს განსხვავებულ მოსაზრებებს;
·           თანატოლს ეხმარება იმ საკითხებში, რომლებშიც თვითონაა ძლიერი;
·           მეწყვილესთან ერთად ჭრის დასმულ ამოცანას;
·           მეწყვილესთან ერთად ჩართულია ინტერაქციაში;
·           კორექტულად აღნიშნავს სხვის მიერ დაშვებულ შეცდომებს.
·           ეთათბირება თანაგუნდელებ ფუნქციების, სამუშაოს განაწილების თაობაზე;
·           ახერხებს თანაგუნდელებთან მორიგებას;
·           გამოთქვამს საკუთრ მოსაზრებებს, უსმენს სხვისას;
·           თავისი წვლილი შეაქვს დასმული ამოცანის გადაჭრაში.

პროექტის ხელმძღვანელი : თამარ კეკელია
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: kekeliatamari@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი : kekeliatamar.blogspot.com